Friday, December 19, 2008


1. პროექტის სახელი: "როცა ადამიანს ბუნებისადმი სიბრალულის გრძნობა არ გააჩნია"
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტში გამოყენებული იქნება ნაწარმოებები, როგორც ქართული ლიტერატურიდან, ასევე ადგილი დაეთმობა ბუნების გლობალურ პრობლემებს.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ ბუნების თემაზე შექმნილ ქართულ მხატვრულ ნაწარმოებებს, განათავსებენ მათ გლოგებზე, მოუთითებენ რისი თქმა უნდოდა ამ ნაწარმოებით ავტორს. შემდეგ ამ თემაზე გაავლებენ პარალელს ბიოლოგიასა და ბუნებასთან და მივლენ გლობალურ პრობლემამდე, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა ჰქვია.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-16წელი;V-XIკლასები.

5. ვადები/ხანგრძლივობა:სასწავლო წლის განმავლობაში.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა, ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს, ბიოლოგიის და ბუნების სახელმძღვანელოს , ინტერნეტის გამოყენება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება მოსწავლეების მიერ ბლოგ-გვედი, რომელზედაც მიეცემათ ბავშვებს შესაძლებლობა იმუშაონ დღევანდელობისათვის მეტად აქტიურ თემაზე.ბლოგზე განთავსდება არა მარტო ტექსტები, არამედ სურათები, რომლებიც ასახავენ სხვადასხვა ეკოლოგიურ კარასტროფებს, რასაც ბუნების უდიერი მოპყრობა იწვევს. ეს თვალსაჩინო მაგალითი იქნება მოზარდი თაობისათვის.

8. სარგებელი სხვებისთვის: ეკოლოგიურ პრობლემებზე დაფიქრება და მცდელობა მათი თავიდან აცილებისა.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, ბუნება, ძებნის, ძიების, დამოუკიდებელი, ლოგილური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება.
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: მოსწავლეები საქართველოს ნებისმიერი სკოლიდან, რომლებსაც ექნებათ საშუალება საკუთარი აზრი გამოთქვან პროექტის შესახებ.

12.პროექტის ფალსილიტატორის სახელი:ცინცაძე ირმა-74-ე საჯარო სკოლის პედაგოგი

13.პროექტის ფალსილიტატორის ელ. ფოსტა: tokapto@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx/.1eac5296

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://sibraluli.blogspot.com

6 comments:

  1. ძალიან კარგი პროექტია.ადამინებ ის ვალაი ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა. აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროექტში.

    ReplyDelete
  2. მიხარია, რომ პროექტს გამოეხმაურეთ. დიდი მადლობა.

    ReplyDelete
  3. მოგესალმებით,
    მომწონს თქვენი პროექტი და სურვილი გვაქვს ჩავერთოთ თქვენს პროექტში
    წარმატებებს გისურვებთ

    ReplyDelete
  4. დიდი მადლობა,რომ გაეცანით ჩემს პროექტს და დაგაინტერესათ. იმედია აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ მასში.

    ReplyDelete
  5. დღეისათვის აქტუალური თემაა, დასაფიქრებელია, მკაცრათ დასაცავი.
    აუცილებლად ჩავერთვებით ამ პროექტში.

    ReplyDelete
  6. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. მივესალმები, თუ აქტიურად ვითანამშრომლებთ.

    ReplyDelete